ტრენინგის მე-9დღე
გავიმეორეთ მთლიანად შესწავლილი მასალა.
ჩემთის უაღრესად ბევრის მომცემი გამოდგა ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგი, რადგან ძირფესვიანად გავეცანი გზამკვლევს, რომელიც მეხმარება სწავლის პროცსში. გავიმეორეთ და გავეცანით პორტფოლიოს შექმნას და კურსის რესურსებს, მის შენახვას, განვიხილეთ და ვიმუშავეთ პროექტებზე. გავიმეორეთ Word-ის პროგრამა, დავამზადეთ ბუკლეტი რომელიც დამეხმარება ბავშებთან პროექტებზე მუშაობისას, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე: ა)სტანდარტის დაგეგმვა ბ) მიზნის განსაზღვრა გ) მიმართლებების მიმცემი კითხვები.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შაბლონებზე. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთდებს, დროში გაწერილი შეფასების გეგმას, ვისწვლეთ მოსწავლეების შეფასება სამ ეტაპად. დაკვირვების ჩეკლისტი-რაისწავლეს მოსწავლეებმა. ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე, აგრეთვე ვიმუშავეთ ბლოგში სურათების ჩასმა ინტერნეტიდან, წაშლა-აღდგენასა და სათაურის შეცვლაზე. ვისწავლეთ ურთიერთშეფასება და კომენტარები გავუგზავნეთ ბლოგზე ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებს. ვიმუშავეთ ბლოგში გაჯეტებზე, შევქმენით მოსწავლის ბლოგი. გაჯეტი ძალიან აქტუალურია სწავლის დროს და სასწავლო პროცესში ყოველთვის გამოვიყენებ. ტრენინგზე გულდასმით შევისწავლე მოსწავლეთა პროექტის შეფასება რუბრიკებით. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, მის თანმიმდევრობაზე, რასაც პროექტის დაგეგმვის დროს გამოვიყენებ. ვისწავლე თუ რა მნიშვნელობა აქვს ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებას. ვიმუშავეთ ბლოგში, შევქმენით ფასილიტაციის ( ნებისმიერი აქტივობა) რესურსი. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს, გავიმეორეთ და ბლოგზე ავტვირთეთ გაჯეტი, Linklist.გავიმეორეთ მასალა გაჯეტები, გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე გზამკვლევი და ტრენინგის მასალა. მოვისმინეთ ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებლის პრეზენტაცია, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება პროექტის მომზადებაში. მოგვეწონა ერთმანეთის პროექტები, განსაკუთრებით მარეხი იოსებიძის პროექტი ქართულ ენასა და ლიტერაურაში "სიბრძნე-სიცრუისა" რასაც გამოვიყენებ და გავითვალისწინებ ბავშვებთან პროექტზე მუშაობისას.
ამ ტრენინგის ისტელის სასწავლო კურსმა დიდი გამოცდილება შემძინა, გავიგე როგორ უნდა ვიმუშავო ჩემს პორტფოლიოში, როგორ უნდა შევინახო ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, როგორ უნდა ვიმუშავო HTMS გაჯეტში. ტრენინგი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. განვიმტკიცე ნასწავლი მასალა რაც გამომადგება ჩემს სასწავლო მუშაობაში, ვისწავლეთ ელექტრონული ვერსიით მუშაობა სასწავლო პროცესში. ამისათვის მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთევან ცერაძეს.
No comments:
Post a Comment